თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გრძელდება. რუსთაველის თეატრში ვან კლიბერნის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ოქროს მედალოსანი არისტო შამის სოლო კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა პიანისტმა ქართველი მსმენელის წინაშე იოჰან ბახის, შოპენისა და ბრამსის კომპოზიციები შეასრულა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ფესტივალი 30 მაისს გაიხსნა, დასკვნითი საღამო კი 18 ივნისს ოპერის თეატრში გაიმართება.