თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
ეროვნულ სასახლეში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის“ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც „თორაძე ფაუნდეიშენსა“ და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 30 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით კი – საქართველო უკვე მეოთხედ უმასპინძლებს ფესტივალს, რომელიც დავით და ლექსო თორაძეების მემკვიდრეობას ეძღვნება. ფესტივალის პროგრამა წელსაც მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც კლასიკური და ბაროკოს მუსიკის საღამოებს, ისე ქართულ ფოლკლორს. ღონისძიება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებსა და ახალგაზრდა შემსრულებლებს გააერთიანებს.