თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

მარჯანიშვილის თეატრში თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დახურვის საღამო გაიმართა. საღამო სახელწოდებით „მსუსხავი სილამაზე“ ლეგენდარული ლიანა ასათიანის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საღამოზე გაჟღერდა არაერთი მუსიკალური ნომერი, ასევე ტექსტუალური მონოლოგები და ვიდეოჩანართები, რომლებიც ლიანა ასათიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.