„თორაძის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალი“
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი „თორაძის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს“ მასპინძლობს. საზეიმო გახსნა საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა. მსმენელის წინაშე წარდგნენ ქართული და საერთაშორისო სცენის აღიარებული ვარსკვლავები. საღამო მუსიკალურად გააფორმა ორკესტრმა ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.