ტონი ბლერი - თუ ბრიტანეთში ბრექსიტის თაობაზე რეფერენდუმი ხელახლა გაიმართება, ამჯერად ხალხი ევროპაში დარჩენას გადაწყვეტს

გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ბრექსიტის სავალალო შედეგებზე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იმსჯელა. მისი თქმით, ევროკავშირის დატოვებასთან ერთად მნიშვნელოვნად სუსტდება გაერთიანებული სამეფოს როლი და გავლენა ევროპასა და საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე.

ბლერი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა ბრექსიტის შემდეგ მნიშვნელოვნად დაზარალდება. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, თუ რეფერენდუმი ბრექსიტის თაობაზე ბრიტანეთში ხელახლა გაიმართება, ამჯერად ხალხი ევროპაში დარჩენას გადაწყვეტს.

 

დატოვე კომენტარი