ტომაშ პეტრიჩეკი გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის განახლებას გმობს

სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის განახლებას გმობს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. განცხადება ტომაშ პეტრიჩეკმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. მან ასევე დაგმო საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტიც.

„საქართველოს ტერიტორიის არალეგალური დაყოფის პრაქტიკა განახლდა და საქართველოს რამდენიმე მოქალაქე გაიტაცეს. ცოტა ხნის წინ ადგილობრივი მოსახლეების რთულ სიტუაციას ადგილზე გავეცანი. არ შემიძლია მკაცრად არ დავგმო დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების და რუსეთის ჯარების ნაბიჯები“, – ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.