ტომას ჰენდრიკ ილვესის მოწოდება

ეუთო-ს გენერალური მდივანი განცხადებას ავრცელებს და მომხდარს ეხმაურება. ტომას გრემინ-გერი იმედს გამოთქვამს, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმი ოჯახს მალე დაუბრუნდება. განცხადება მან „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელა. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტიც.

ტომას ჰენდრიკ ილვესის ვიდეომიმართვა საქართველოში ესტონეთის საელჩომ „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა. ყოფილი პრეზიდენტი დე ფაქტო რეჟიმს მოუწოდებს, ექიმი გაფრინდაშვილი, რომელიც დადებულ ფიცს ასრულებს და ადამიანებს ეხმარება, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.