ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს სახარების რწმენის ეკლესია უმასპინძლებს. ტოლერანტობის დღე საქართველოში ამ ფორმატით 2016 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების პირველი მასპინძელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების ატმოსფეროს დამკვიდრებაა.