ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა“ საქართველოში არსებული ყველა კონფესიის ლიდერებსა და მრევლს უმასპინძლა. როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა, ღონისძიების მიზანია შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.