ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, ილია მეორემ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები მიიღო.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. სტუმართა შორის იყვნენ: ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ-კათოლიკეთა, იეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული და სახარების რწმენის ეკლესიის ხელმძღვანელები და მათი თანხმლები პირები. უწმინდესმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის შენარჩუნებისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

ილია მეორემ თანამედროვე სამყაროს პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებაა.

დატოვე კომენტარი