ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

ლგბტ პირების, მიგრანტების და რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევა და დისკრიმინაცია ქვეყანაში გამოწვევად რჩება.

ამ შინაარსისაა დასკვნა, რომელიც ევროსაბჭომ ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას დაუკვეთა. დოკუმენტში კონკრეტული ინციდენტებიც მოხვდა, მათ შორისაა 2018 წელს სტადიონზე მომხდარი შემთხვევაც. ამავე ანგარიშის მიხედვით, პრობლემაა მითითებული ჯგუფების მხრიდან სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობის სიმცირე.

კვლევის მიხედვით, პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება შშმ პირების უფლებების დაცვით კუთხით.