ტოჩინოშინმა კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო

ტოჩინოშინმა კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო. ლევან გორგაძე პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, რომელიც იაპონიის ნაციონალური სიამაყის – სუმოს იმპერატორის თასის მფლობელი გახდა.

დღეს მან ჩემპიონის რანგში ბოლო ბრძოლა იაპონელ ენდო შოთასთან გამართა და ისიც მოიგო. საიმპერატორო თასს მას დღეს საზეიმოდ გადასცემენ.

სხვა დროს საიმპერატორო თასი დასავლეთის ქვეყნებიდან მხოლოდ 2008 წელს ბულგარელმა სუმოისტმა, 2012 წელს კი ესტონელმა სპორტსმენმა მოიგეს.

ჩატარებული 14 ბრძოლიდან, ტოჩინოშინმა 13-ში გაიმარჯვა, რაც ბაშოზე საუკეთესო მაჩვენებელია. მას კიდევ ერთი ბრძოლა აქვს ჩასატარებელი. მისი რანგი ახლა მეაგაშირაა.

ტოჩინოშინს აქვს შანსი, ორი საფეხურით დაწინაურდეს და სეკივაკე გახდეს.