ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება

იაპონიაში 2018 წლის პირველ ბაშოზე წარმატებულ სვლას განაგრძობს ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე. ტოჩინო-შინიმ დღეს მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მისი მეტოქე უმაღლესი დივიზიონის ყველაზე მძიმეწონოსანი მონაწილე, მონღოლი იჩი ნოჯო გახლდათ. ტოჩინოშინის უშუალო კონკურენტი იოკოძუნა, კაკურიო კიდევ ერთხელ დამარცხდა. ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ქართველი მებრძოლი 12 გამარჯვებით ერთპიროვნული ლიდერი და იმპერატორის თასის მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტია.