ტოჩინოშინის მეორე გამარჯვება აკი ბაშოზე

ტოჩინოშინის მეორე გამარჯვება აკი ბაშოზე. წლის მეხუთე სუპერტურნირის, აკი ბაშოს მეხუთე დღეს ქართველი სეკიტორი, მესამე მაეგაშირა ტომოკაძეს შეხვდა და მეორე გამარჯვება ჰატატიკომის ილეთით მოიპოვა.

ხუთი დღის შემდეგ, ქართველის ანგარიშზე ორი გამარჯვება და სამი მარცხია.

ტოჩინოშინი კადობანში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ დადებითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში შეინარჩუნებს ოძეკის რანგს.

შესაბამისად, დარჩენილი 10 ბრძოლიდან ლევან გორგაძეს ექვსი მოგება სჭირდება.