თხილნარის ფიტოსანიტარული მდგომარეობა გურიაში

ლაბორატორიული კვლევის შედეგების თანახმად, წელს თხილის მოსავლის დიდი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული.

სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა გურიაში თხილნარის ფიტოსანიტარული მდგომარეობა შეამოწმეს.

მიღებული კვლევების შედეგად შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც ფერმერებს დაურიგდებათ.