თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია

„თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადასცა.

პირველ ეტაპზე ასოციაციას 100 შესაწამლი აპარატი გადაეცა. პროგრამის ფარგლებში სულ დაგეგმილია 2000 აპარატის გადაცემა.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ შესაწამლი აპარატების დარიგება სამეგრელოში დღეიდან დაიწყო. პროცესი გურიასა და იმერეთში გაგრძელდება.

თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია მიზნად ისახავს თხილში გავრცელებულ სოკოვან დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლას და ფერმერების ცნობიერების ამაღლებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მაღალი ხარისხის  მოსავლის მიღებას.