თხილის მოსავალი სამეგრელოში 

წალენჯიხაში, ობუჯის ფერდობებზე თხილი, რომელიც წლების განმავლობაში სანდო შემოსავლის წყარო იყო, დღეს საფრთხის წინაშეა. ფერმერები ამბობენ, რომ პლანტაციები, რომლებიც წლების შრომის შედეგად გააშენეს, უცნობი დაავადების გამო თანდათან ხმება. მიზეზი ჯერ დაუდგენელია, თუმცა სპეციალისტებს ეჭვი ბაქტერიულ ინფექციაზე აქვთ. საქართველო თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნების მსოფლიო ხუთეულში შედის. ქართული თხილი ექსპორტზე, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე გადის და ეს რეგიონში ადგილობრივთა შემოსავლის  ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. თხილის პლანტაციების მასიური ხმობის შესახებ ცნობილია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის.

რა სამუშაოები ტარდება ამ უდიდესი პრობლემის აღმოსაფხვრელად და რა მოლოდინები აქვთ ფერმერებს ?- ნატალია ბერულავას და მურადი ფარცვანიას რეპორტაჟი #მოამბერეგიონები