თხილის ჩაბარების პრობლემა

სამეგრელოში თხილთან დაკავშირებით ისევ პრობლემებია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. შარშანდელთან შედარებით, წელს მოსავლის რაოდენობა გაზრდილია, თუმცა ამჯერად გლეხები პროდუქციის ჩაბარების ფასს აპროტესტებენ. დაბალი ხარისხის გამო, გადამამუშავებელი საწარმოები ერთ კილოგრამ თხილში საშუალოდ 2,5 ლარს იხდიან. როგორც ზუგდიდის რაიონში ამბობენ, შეთავაზებული თანხა მათ მიერ გაწეულ ხარჯებსაც კი ვერ დაფარავს.