„იარტ გალერეაში“ მხატვრისა და ხელოვანის თინა ბუკიას პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „ნამსხვრევები“, გაიმართა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ავტორის 30-მდე ნამუშევარი, რომლებიც კოლაჟური კომპოზიციების სახით არის შექმნილი. ნამუშევრებში გამოყენებულია შუშა, მეტალი და სხვადასხვა მასალა, რაც თითოეულ კომპოზიციას განსაკუთრებულ გამომსახველობასა და ემოციურ დატვირთვას ანიჭებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ავტორის ბავშვობის მოგონებებს ასახავს. ნამსხვრევები მეხსიერების, დროისა და პირადი გამოცდილების მხატვრული ინტერპრეტაციაა, სადაც თითოეული დეტალი მოგონებების მრავალფეროვან სამყაროზე გვიამბობს.