თინა ბოკუჩავას განცხადება – გამოხმაურებები
პოლიტიკური შეფასებების თემაა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადება, სადაც პოლიტიკოსი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ბოკუჩავას განცხადებით, ამ პროცესით ოპოზიცია ერთ ნავში ბიძინა ივანიშვილმა ჩასვა. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი დემოკრატიული პოლიტიკური ძალების ერთ პოლიტიკურ სივრცეში მოქცევა თავად ოპოზიციას უნდა გაეკეთებინა და ამის ფორსირება ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მოეხდინა. ბოკუჩავას ამ მოსაზრებას დღეს თანაგუნდელებმაც უპასუხეს.