თინა ბოკუჩავა ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორთან

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ზესტაფონში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან ბრიფინგი გამართა. ბოკუჩავას თქმით, პუტინის რეჟიმს დამსგავსებულმა „ქართულმა ოცნებამ“ 500-მდე ადამიანი დააკავა. ბოკუჩავას ინფორმაციით, რეჟიმმა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები საბა ბირკაია, ვახო გაგნიძე და ირაკლი არდია მხოლოდ იმის გამო აიყვანა, რომ დარბევის ღამის შემდეგ პარტიის ოფისში ეძინათ. ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადებით, დაკავებულები რეჟიმმა ზესტაფონის იზოლატორში გადაიყვანა, რათა მათთან ვერ შეძლოს ხშირი კომუნიკაცია ადვოკატმა.