„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს, ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მიჰაი პოპსოის შეხვდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ბოკუჩავამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად კიშინეუში „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერების სტუმრობა ადასტურებს, რომ ევროკავშირი მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაში ძალისხმევას დებს. მისივე თქმით, ევროპაში ქართველ ხალხსაც ელოდებიან და მნიშვნელოვანია საგარეო ფრონტზე ძალისხმევის გაორმაგება, რათა საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან არ მოიხსნას.