თიხის ოსტატები ჭიათურიდან
ჭიათურის სოფელ ტყემლოვანაში თიხის ოსტატები წინაპრების საყვარელ საქმიანობას დღესაც აგრძელებენ – გამორჩეული ხარისხის თიხით ქვევრებს და თონეებს თითქმის ყველა ოჯახში ამზადებენ. მეთუნეობის უძველეს ისტორიას ადასტურებენ ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ექსპონატებიც, სადაც ბრინჯაოს ხანისა და შუა საუკუნეების პერიოდის თიხის არაერთი ნაკეთობა ინახება.
მეთუნეები ზემო იმერეთიდან ანუკი მასხარაშვილისა და ლაშა მამულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები