The Tiger Lillies-ის კონცერტი

თბილისში ევროპის მოედანზე The Tiger Lillies-ის კონცერტი გაიმართა. ბრიტანული ბენდი ქართველი მსმენელის წინაშე ორსაათიანი პროგრამით წარდგა. საღამოზე ყველა ცნობილი კომპოზიცია გაჟღერდა. ღონისძიება პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში დაიგეგმა. 20 სექტემბერს კი  ჯგუფმა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი „ედგარ პოს მოჯადოებული სასახლე“ ითამაშა.

თაიგერ ლილის” სამწევრიანი ჯგუფია. მათი მუსიკა საოპერო ჟანრის და ბოშური სიმღერების ნაზავია. ჯგუფმა თავიდანვე შეიმუშავა თავისი გამორჩეული ჟღერადობა, სტილი და მალე გაიკვლია გზა ლონდონის ფაბებიდან პიკადილის თეატრამდე, ქუჩის მუსიკოსობიდან სიდნეის საოპერო თეატრის სცენამდე.