„თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტში იმსჯელებენ

„თიბისი ბანკის“ საქმეზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ.  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე,  მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ელოდებიან.  მოსმენა ამ წუთებში უნდა დაიწყოს. კომიტეტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენება იყო დაგეგმილი, თუმცა ბანკმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც საკითხის პარლმენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სანდრო ჯუფალაკიანი თემის დეტალებით.