„თიბისი ბანკის“ საქმე

საქართველოს გენერალური პროკურატურა თიბისი ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დეტალს ასაჯაროვებს.

გამოძიბის ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ჩვენებაში აცხადებს, რომ არ იცოდა, თუ ავთანდილ წერეთლის კომპანიისგან ნასესხები თანხა მისივე ბანკიდან გატანილი სესხი იყო. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა. პირველმა არხმა გენერალურ პროკურატურას გამოძიების მიმდინარეობისა და მამუკა ხაზარაძის მიერ მიცემული ჩვენების შესახებ მიმართა კითხვით. უწყებაში გამოკითხვის მხოლოდ ერთ ნაწილზე ისაუბრეს – პროკურატურის ინფორმაციაზე საპასხოდ „მოამბე“ შეეცადა დაკავშირებოდა როგორც „თიბისი ბანკს,“ ისე მამუკა ხაზარაძის ადვოკატს, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.