„თიბისი ბანკის“ საქმე - პრემიერის განცხადება

პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს ქვეყნის პრემიერი კრიტიკულ განცხადებებს, „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებთან დაკავშირებით. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მთავრობას კარგად ესმის „თიბისის“, როგორც ძლიერი ფინანსური ორგანიზაციის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისათვის. პრემიერი ასევე განმარტავს, რომ მიმდინარე პროცესს, ანაკლიის პორტთან კავშირი არ აქვს და ხელისუფლება აქტიურად ცდილობს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განხორციელდეს.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, პრემიერი შინაარსობრივ შეფასებას არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ ცენტრალური ბანკი ყოველთვის მაღალი პროფესიული სტანდარტით მოქმედებს.