„თიბისი ბანკის“ საქმე

გენერალური პროკურატურა უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „თიბისი ბანკის“ საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე, ავრცელებს ინფორმაციას, რომლშიც ნათქვამია, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოძიება გრიფით “საიდუმლო“ მიმდინარეობს.