„თიბისი ბანკის“ საქმე

პროკურატურა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის პასუხებით უკმაყოფილოა.

გიორგი ქადაგიძე სასამართლოში იმ საქმეზე გამოკითხეს, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მუხლით არის აღძრული. სწორედ ქადაგიძე ხელმძღვანელობდა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მაშინ, როცა 2008 წელს გამოძიებისთვის სადავო საბანკო ტრანზაქცია განხორციელდა. მალევე კი ქადაგიძის მაშინდელმა უწყებამ ბანკში შემოწმება ჩაატარა. ამ მონიტორინგს უკავშირდებოდა სასამართლოში დღეს დასმული კითხვებიც.

ოპოზიციის მსგავსად, გიორგი ქადაგიძეც მითითებული ტრანზაქციის და მამუკა ხაზარაძის მიერ ნახსენები მუქარისშემცველი წერილის შესწავლას საპარლამენტო კომისიის ფორმატში ითხოვს.

პროკურატურის მიერ გასაჯაროებული წერილის და ხაზარაძის მწვავე განცხადებების მიღმა პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს მმართველი გუნდი, რომელიც ამ ეტაპზე კომისიის შექმნას არ აპირებს.