„თიბისი ბანკის“ საქმე

წერილის შინაარსი ცნობილია, შუამავლის ვინაობა – გაურკვეველი.

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში მიტანილ წერილს აქვეყნებს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ „იმედის“ მსგავსად „ტვ პირველის“ მხრიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა, მამუკა ხაზარაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო განცხადების გავრცელება, ტელეკომპანია „არტარეას“ ობიექტურობის ხარისხის ზრდა, – ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ავტორი სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით იმუქრება. თუმცა საინტერესოა, რომ წერილობით შეტყობინებაში ხაზარაძე მესამე პირშია დასახელებული. განსაკუთრებული ინტერესის მიუხედავად, „თიბისის“ დამფუძნებელი ისევ არ ასახელებს შუამავალს, რომლისგანაც მისივე მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მუქარისშემცველი გზავნილები მიიღო.

დღეს გასაჯაროებული წერილის ფორმა, მისი შინაარსი და  ხაზარაძის მიერ უპასუხოდ დატოვებული კითხვები პროკურატურასთან ერთად ეჭვებს მმართველ გუნდშიც აჩენს, ამიტომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ღიად რჩება.

დატოვე კომენტარი