„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების განცხადებები პარლამენტში

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მისი მოადგილის კომპეტენციას სრულ უნდობლობას უცხადებს და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ სებ-ის ხელმძღვანელი პირები მას და ბადრი ჯაფარიძეს პრაქტიკულად აშანტაჟებდნენ.

ხაზარაძემ დღეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირისგან მიღებულ წერილზეც ილაპარაკა, რომელსაც თავად მუქარის შემცველს უწოდებს. ამ წერილის ავტორად კი მან შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა.

11 წლის წინანდელ სადავო ტრანზაქციაზე დაწყებული გამოძიება და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების განცხადებები საკომიტეტო მოსმენაზე „მოამბეში“.