„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების განცხადება

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები დიალოგისთვის მზად არიან.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების და პროკურატურაში დაწყებული გამოძიების შემდეგ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პირველ განმარტებებს აკეთებენ.

დამფუძნებლები 2007-2008 წლების საბანკო ტრანზაქციით ფულის შესაძლო გათეთრებას კატეგორიულად უარყოფენ და პოზიციას ერთ-ერთი იურიდიული ფირმის დასკვნით იმყარებენ.

ორივე დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად ხელშეკრულების გაფორმებას პრობლემებს უქმნის. პარალელურად ძალაში რჩება გადაწყვეტილება, სასამართლოს გზით გასაჩივრდეს ეროვნული ბანკის მოთხოვნა, რომლის მიხედვით ხაზარაძემ და ჯაფარიძემ „თიბისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის პოსტები უნდა დატოვონ.