TI-ის წინასაარჩევნო შუალედური ანგარიში

წინასაარჩევნო შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლის 1 ივნისიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია გამოიკვეთა, განსაკუთრებით პრობლემური იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, საუბნო და საოლქო კომისიების დაკომპლექტების პროცესი და მესამე სექტორის დისკრედიტაციის მცდელობა.

პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობის გახსნილად გამოცხადებას კი, ორგანიზაციაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციისა და გავრცელებული ფარული ჩანაწერების გადაფარვის მცდელობად აფასებენ.

დატოვე კომენტარი