TI-ი სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშს აქვეყნებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ  2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრამდე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების წილის (32 % ) ზრდის ტენდენცია და კორუფციის მაღალ რისკებთან დაკავშირებული ისეთი შემთხვევები გამოავლინა, რაც ახლად დაფუძნებულ კომპანიებთან და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ბიზნესორგანიზაციებთან მსხვილი კონტრაქტების გაფორმებას უკავშირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიჩნიათ, რომ ასეთი ფაქტებით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რათა ამ სფეროში კორუფციის პრევენცია მოხდეს.