The Washington Post-ის სტატია

რქაწითელი შესაძლოა გახდეს პირველი ღვინო, რომლის დალევაც მარსზე იქნება შესაძლებელი.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში სახელწოდებით „თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე“. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ქართველი მკვლევარები აქტიურად არიან ჩართული პროექტში, რომლის მიზანიც იმის დადგენაა, თუ რომელი ყურძნის მოშენება იქნება შესაძლებელი წითელ პლანეტაზე. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წითელი პლანეტის კლიმატს არა შავი, არამედ თეთრი ფერის ყურძენი უფრო გაუძლებს.

მარსზე მოშენების ერთ-ერთ კანდიდატად რქაწითელი განიხილება.