თევზის მასობრივი დახოცვა წალკის წყალსაცავზე 

რამ გამოიწვია თევზის მასობრივი დახოცვა წალკის წყალსაცავზე, ამ კითხვას პასუხი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა გასცეს. თუმცა, მანამდე არავინ იღებს პასუხისმგებლობას დაბინძურებული ტერიტორიის გასუფთავებაზე, რაც ადგილობრივებისთვის შესაძლოა ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენდეს. თევზის განადგურებას წალკელები უჩვეულოდ დაბალ ტემპერატურას უკავშირებენ. ყინვის შედეგად დაზიანებულია წლევანდელი მოსავალიც, განადგურებულია ბოსტნეული კულტურები და სიმინდის ყანები.

რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი ქვემო ქართლიდან.