თეთრობის აღკვეთილის ველურ ბუნებაში 10 ნიამორი გაუშვეს

12:34, 27.10.2026

ნიამორის აღდგენის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და თბილისის ზოოპარკის სპეციალისტებმა თეთრობის აღკვეთილის ველურ ბუნებაში 10 ნიამორი გაუშვეს. პროგრამის მიზანი საქართველოში ნიამორის სიცოცხლისუნარიანი პოპულაციის ჩამოყალიბება და მისი ისტორიულ არეალში აღდგენაა. გაშვების შემდეგ, ცხოველებზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება – სპეციალისტები მათ გადაადგილებასა და ადაპტაციას GPS საყელურებით, ფოტოხაფანგებითა და დრონებით დააკვირდებიან. ველური ბუნების ეროვნული სააგენტო აღნიშნულ პროგრამას თბილისის ზოოპარკის მხარდჭერით ახორციელებს.

მსგავსი