თეთრიწყაროში „კოვიდ-19“-ის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. დაინფიცირებულია 83 წლის ქალი, რომელიც გუშინ გვიან ღამით მარნეულის „ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ის ცნობილ ე.წ. მედიკოსთა კლასტერს მიეკუთვნება და ერთ-ერთი დაინფიცირებული ექთნის მეზობელია.
დაახლოებით ერთ საათში კი თეთრიწყაროდან თვითიზოლაციაში მყოფ 90 ადამიანს მკაცრ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ. როგორც რაიონული ცენტრიდან, ასევე სოფლებიდან – გოლთეთიდან, წინწყაროდან და ჯორჯიაშვილიდან.