თეთრიწყაროს განვითარების დოკუმენტის განხილვა 

18:34, 30.07.2026

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და მომავალი წლების პრიორიტეტები გააცნო. მისი განცხადებით, მთავარი აქცენტი, საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებაზე, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე კეთდება. სტრატეგია, ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით მიმდინარეობს, პროცესის კოორდინაციას კი, რეგიონული განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს.

მსგავსი