„თეთრი სახლი სრულად უჭერს მხარს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის გმირ თანამშრომლებს და ყოველთვის დაიცავს კანონს და წესრიგს ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა თეთრ სახლში პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა. კეროლაინ ლევიტმა მინესოტაში მომხდარს „სასიკვდილო ინციდენტი“ უწოდა, რომელშიც „მემარცხენე მოძრაობა“ დაადანაშაულა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალისხმევას გააორმაგებს, რომ ამერიკის ქუჩები უსაფრთხო გახდეს.