თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტი

12:28, 08.11.2026

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დიდებულ დანა უაითს, სასტიკ მებრძოლსა და მეომარს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზე“ – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. დონალდ ტრამპის თქმით, მას ასისტენტებად სხვა მებრძოლების – ისლამ მახაჩევის, ხაბიბ ნურმაგომედოვის, ჯასტინ გეიჯის, დანიელ კორმიეს, ამანდა ნუნესისა და კეილა ჰარისონის აყვანაც სთხოვა. „ჩვენ ეს ადამიანები გვჭირდება, რათა შეშლილი მემარცხენეებისგან დაგვიცვან. დანა ისეთი პრესმდივანი იქნება, როგორიც სხვა არავინ ყოფილა“, – წერს ტრამპი. ამ შეთავაზების შემდეგ, თავად დანა უაითმა განაცხადა, რომ ახლა ვაშინგტონში მიემგზავრება და ტრამპს ორშაბათს შეხვდება.

მსგავსი