აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არ სურს, რომ ტაივანში ამერიკელი მაღალი რანგის პოლიტიკოსის ვიზიტი პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ან კონფლიქტის მიზეზი გახდეს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს, – შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ კიბრიმ გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსს უფლება ჰქონდა, ტაივანში ვიზიტით ჩასულიყო. როგორც კიბრიმ აღნიშნა, ეს ვიზიტი არ არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტს და ამერიკის ხანგრძლივი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის პრინციპებს.