თეთრი სახლის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საუბარია რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, ნატო-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა დისკუსია უკრაინის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, კირბიმ თქვა: „არაფერი მსგავსი. ეს ასე არ არის“. მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაა, რომ მომავალში უკრაინა შეძლებს გახდეს ნატო-ს წევრი, რაც ვილნიუსში გამართულ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობამ დაადასტურა.