„რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მიტანილი ბოლო იერიშით დონალდ ტრამპი არ იყო კმაყოფილი, თუმცა არც გაკვირვებული ყოფილა“, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა. ამასთან, ლევიტის თქმით, ტრამპი „აგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს“ და სურს ომის დასრულება, რათა შეწყდეს ადამიანების მკვლელობა.