თეთრი სახლის განცხადება

ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელი განცხადება პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა. როგორ ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ის და მისი გუნდი მზად არიან, იმუშაონ დონალდ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, მუდმივი მშვიდობის მისაღებად“. თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, „ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სწორი მიმართულებით სვლა“. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღდგენას, ლევიტმა თქვა: „ეს არის პაუზა განხილვისთვის“. ამასთან ერთად, თეთრი სახლის პრესმდივანმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეჩერებასთან დაკავშირებით.