თეთრი სახლი: სირიაზე სამხედრო იერიშის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის

12:16, 12.04.2018

სირიაზე სამხედრო იერიშების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული  ჯერ  არ არის,- ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

სარა სანდერსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპი სირიასა და რუსეთს ქიმიური იარაღით თავდასხმაში დამნაშავედ მიიჩნევს.

ღუტას რეგიონში მდებარე ქალაქ დუმაში სირიის მთავრობის მიერ განხორციელებული ქიმიური თავდასხმის შემდეგ, სირიის ჯარმა ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარა.

სირიის მთავრობის წინააღმდეგ ტრამპის მიერ ინიცირებულ იერიშს შეცდომად მიიჩნევს დემოკრატი სენატორი ბერნი სანდერსი. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კონგრესმა უნდა მიიღოს და არა პრეზიდენტმა.

მსგავსი