თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე

თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა უსინათლო პირთათვის განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებზე საჯარო შეხვედრა გამართა. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, უსინათლო და მცირემხედველი პირები დღეს პრობლემების წინაშე არიან. მისივე განმარტებით, უკიდურესად დაბალია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში შშმ ბავშვების ჩართულობის მაჩვენებელიც.