ირანის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, თეთრ სახლში საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ესწრებოდნენ. თათბირის შემდეგ, პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე განცხადება გაავრცელა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ყველაფერი კარგადაა და ახლა მიმდინარეობს დარტყმების შედეგად ადამიანებისთვის და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შეფასება. მისივე თქმით, ის მომხდართან დაკავშირებით, განცხადებას აშშ-ის დროით, ხვალ დილით გააკეთებს. ჯერ უცნობია, არიან თუ არა თავდასხმის შედეგად დაღუპულები ან დაშავებულები. პენტაგონში აცხადებენ, რომ სიტუაციის მონიტორინგს განაგრძობენ.