თეთნულდზე ზვავში მოყოლილები უსაფრთხოდ არიან
თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობდა. მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს სამაშველო სამსახურმა თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი ამოიყვანა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ჯგუფის ყველა წევრი ახლა უსაფრთხოდ იმყოფება. შემთხვევა გუშინ მოხდა. 15 ადამიანი თეთნულდზე სასწავლო მიზნით ავიდა, რის შემდეგაც მთის ფერდობიდან სწრაფად მოძრავი თოვლის მასა დაიძრა და ერთი პირი მოიყოლა. ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, ტურის მონაწილე ყველა ადამიანი უსაფრთხოდ არის.