თეთნულდის სამაშველო სამსახურმა რუსი ტურისტი გადაარჩინა

თეთნულდის სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტი გადაარჩინა.

ჩრდილო-დასავლეთ ფერდზე ზვავი მოწყდა. რუსი ტურისტების ჯგუფი, რომლებიც თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან და სრიალებდნენ გაუკვალავ თოვლში, მოულოდნელად სტიქიის ზონაში მოყვნენ.

თეთნუდლის სამაშველო სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და რამდენიმე წუთში შეძლეს ზვავიდან რუსეთის მოქალაქის გადარჩენა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.